четверг, 19 июля 2018 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

        დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. დავასრულეთ პროექტზე მუშაობა და გავაკეთეთ პრეზენტაცია.
         მთლიანად ტრენინგი  ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი.
ვისწავლეთ, როგორ დავგეგმო გაკვეთილი, შევადგინო გეგმა, გავაცნო მოსწავლეებს,
მოვისმინო მათი აზრები, იდეები  და პრაქტიკაში  წარმატებით განვახორციელო.   

среда, 18 июля 2018 г.

მერვე დღის რეფლექსია

    დღევანდელ დღეს პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანეთ და შევასწორეთ, რაც შესასწორებელი და ჩასამატებელი იყო,  მოვამზადეთ შეფასების რუბრიკები და გადავიტანეთ გუგლდრაივში.

მეშვიდე დღის რეფლექსია

       დღეს  იმდენი რამე ვისწავლეთ, რომ ძალიან დავიღალე...

четверг, 12 июля 2018 г.

მეეექვსე დღის რეფლექსია

         გავიმეორეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი საკითხები. ვებსაიტებიდან ინფორმაციების გადმოტანა და საავტორო უფლებების დაცვა. პრეზენტაციის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა.

среда, 11 июля 2018 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

   ზოგადი
   რატომ  გვჭირდება სხვა ადამიანები?

   თემატური
  რა გავლენას ახდენს წარსული მახინჯი ტრადიციები დღევანდელობაზე?
  რა  შეიძლება გავაკეთოთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად?
  ვინ გადწყვიტა მარიტას ბედი?

  შინაარსობლივი
 რატომ არ მიათხოვეს მარიტა გედიას?
 რომელ თვეს აღნიშნავდნენ არიფანას დღესასწაულს?
 როდის მიხვდა სოფელი მარიტას მიმართ თავის დანაშაულს?
   

პროექტის მიზანი

      გ.ლეონძის მოთხრობა ,,მარიტას" შესწავლის შემდეგ, მოსწავლეები შეძლებენ
  * გააანალიზონ მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების დამოკიდებულება,რა გავლენას ახდენს მარიტას ცხოვრებაზე.
 * ჩაატარებენ გამოკითხვას,  უფროსი ასაკის ადამიანებთან და თავის თანატოლებთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
*იმსჯელებენ იმ მახინჯ სამართალზე, რომელმაც მარიტა დაღუპა და მის წათმეული არჩევანის უფლებაზე, რამაც ეს უბედურება გამოიწვია
*შეაჯამებენ  გამოკითხვის შედეგებს. ნაწარმოებში ასახულ პრობლემებს დაუკავშირებენ ცხოვრებაში რეალურად მომხდარ ფაქტებს და დაწერენ თემებს.
 * გამოიყენებენ ელექტრონულ მასალას ინფორმაციის გასამრავალფეროვნებლად. გააკეთებენ პრეზენტაციას. მასალას განათავსებენ ბლოგზე.

вторник, 10 июля 2018 г.

მე-4 დღის რეფლექსია

     ვისწავლეთ გუგლდრაივში მუშაობა, ახალი გვერდების დამათება. ესეგესა და 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარების დაკავშირება.

კავშირი ესგესთან

ქართ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინასე.
* ლიტერატურული ნაწარმოებიდან სვამს კონკრეტულ საკითხს, ისმენს სხვის აზრს.
* მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანმიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას.
* მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა.

ქართ.VIII.4.მოსწავლეს შეუზლია ზეპირი გამოსვლის  მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
* აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციებში იყენებს დამხმარე მასალას.


21-ე საუკუნის უნარები:
  კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა
* საღი მსჯელობა და აღქმა

კომუნიკაცია და თანამშრომლობა
* სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური უნარის დემონსტრირება

პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
* გულმოდგინება და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტღირება (მაგ. პუნქტუალობა და სანდოობა).

понедельник, 9 июля 2018 г.

ტრენინგის მე-3 დღის რეფლექსია

            დღეს განვიხილეთ ტრენინგის თითოეული მონაწილის  პროექტის იდეა. ვისწავლეთ მათთვის კომენტარების გაკეთება და გამოქვეყნება. ბუკლეტების დამზადება,
რომლის საშუალებით მშობლებს მივაწვდით საჭირო ინფორმაციას, თუ რა უნარების განვითარებას უწყობს  ხელს პროექტებით სწავლება.

პროექტის იდეა

          პროექტის იდეა: გ.ლეონიძის მოთხრობა "მარიტას" შესწავლის შემდეგ,   მოსწავლეებს ვაჩვენებ რეჟისორ თენგიზ აბულაძის მიერ ამავე ნაწარმოებზე გადაღებულ ფილმს  ,,ნატვრის ხე," ისინი გააანალიზებენ ნაწარმოების პერსონაჟების მოქმედებას, ქცევას,გამოკვეთენ პრობლემებს, იმსჯელებენ მათი წარმოშობის მიზეზებზე, გააკეებენ დასკვნებს და დააკავშირებენ თანამედროვეობასთან.  დაწერენ თემებს. თავიანთ ნამუშევრებს გაამრავალფეროვნებენ ქართულ ფილმ ,,ნატვრის  ხიდან" შერჩეული ეპიზოდებით, ფოტო მასალით და გააკეთებენ პრეზენტაციას.
           

მეცხრე დღის რეფლექსია

        დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. დავასრულეთ პროექტზე მუშაობა და გავაკეთეთ პრეზენტაცია.          მთლიანად ტრენინგი  ჩემთვის იყო ძალიან საი...